ესეს შეფასების კრიტერიუმები:
ესეს შინაარსისა და დასახული მიზნის შესაბამისობა:
- დაბალი- 3-5. მიზანი და შინაარსი ერთზე მეტ შემთხვევაში შეუსაბამოა;
- საშუალო 6-7. მიზანი და შინაარსი შესაბამისია,თუმცა ერთ შემთხვევაში დარღვეულია შესაბამისობა;
- კარგი 8-9. მიზანი და შინაარსი შესაბამისია;
- საუკეთესო, 10.მიზანი და შინაარსი შესაბამისია,საკითხი ღრმადაა გააზრებული;
- მოსაზრებების არგუმენტირება
- დაბალი.3-5, მოსაზრება ზერელედაა დასაბუთებული,არგუმენტები არადამაჯერებელია;
- საშუალო. 6-7, მოსაზრება დასაბუთებულია,თუმცა ცალკეულ შემთხვევებში არგუმენტები და მოხმობილი მაგალითები არადამაჯერებელია;
- კარგი.8-9. მოსაზრება მთლიანობაში დასაბუთებულია;
- საუკეთესო, 10. მოსაზრება დამაჯერებლადაა დასაბუთებული, არგუმენტები გამყარებულია შესაფერისი მაგალითებით
- ლექსიკა და სტილი:
- დაბალი,3-5, ნაშრომი სტილისტურად გაუმართავია;
- საშუალო, 6-7, ნაშრომში აზრი გასაგებია, მაგრამ ლექსიკა მწირია;
- კარგი, 8-9, ნაშრომში აზრი ზუსტად და მკაფიოდაა გამოხატული, მაგრამ გვხვდება სტილისტური ხარვეზები;
- საუკეთესო, 10, ნაშრომში აზრი ლექსიკურად ზუსტად და მკაფიოდაა გამოხატული, შერჩეულია დასმული ამოცანის შესაფერისი სტილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий